50 ათასზე მეტი ლიკვიდირებული რუსი ჯარისკაცი – უკრაინის გენშტაბი მტრის დანაკარგის კრიტიკულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინელმა სამხედროებმა, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, 50 ათასზე მეტი რუსი სამხედროს ლიკვიდირება შეძლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გენერალური შტაბი ავრცელებს.

24 თებერვლიდან 5 სექტემბრამდე აგრესორის ჯამური საბრძოლო დანაკარგები შეადგენს: პირადი შემადგენლობა – 50 150 ჯარისკაცი; ტანკები – 2 077; ჯავშანტექნიკა – 4 484 ერთეული; საარტილერიო სისტემები – 1179; საზენიტო სისტემები 296; საჰაერო თავდაცვის სისტემები – 156; თვითმფრინავი – 236 ერთეული; ვერტმფრენები – 207; დრონი – 876; ფრთოსანი რაკეტები – 209; გემები/ ნავი – 15; საავტომობილო ტექნიკა/ ცისტერნები – 3 305; სპეციალური ტექნიკა – 109 ერთეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები