ტრასი თუ სუნაკი – ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დღეს დასახელდება

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. ქვეყნის კონსერვატიული პარტიის წევრთა კენჭისყრა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 2 სექტემბერს დასრულდა და შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

ქვეყნის ახალი პრემიერი უფლებამოსილების შესრულებას დედოფლის დანიშვნის შემდეგ, 6 სექტემბერს შეუდგება.

BBC წერს, რომ კენჭისყრის შედეგები, თითქმის პროგნოზირებადია, რადგან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი გამოკითხვებში მნიშვნელოვნად უსწრებს ყოფილ ფინანსთა მინისტრს, რიში სუნაკს.

47 წლის ბორის ჯონსონს თანამდებობის დატოვება ორი თვის წინ, სკანდალების სერიის შედეგად მოუწია.

იმ შემთხვევაში, თუ პოსტს ლიზ ტრასი დაიკავებს, ის გახდება ქვეყნის ისტორიაში მესამე პრემიერი ქალი – მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები