რუსეთის დანაკარგები “წითელ ხაზს” უახლოვდება – უკრაინის გენშტაბი განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს

ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 300 ოკუპანტის ლიკვიდირება შეძლეს. რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგები „წითელ ხაზს“ უახლოვდება და, სულ მალე, 50 ათასს გადააჭარბებს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის “ფეისბუქის” გვერდზეა ნათქვამი.

24 თებერვლიდან  5 სექტემბრამდე აგრესორის ჯამური საბრძოლო დანაკარგები შეადგენს: პირადი შემადგენლობა – 49 800 ჯარისკაცი; ტანკები – 2 068; ჯავშანტექნიკა – 4 459 ერთეული; საარტილერიო სისტემები – 1157; საზენიტო სისტემები 294; საჰაერო თავდაცვის სისტემები – 156; თვითმფრინავი – 236 ერთეული; ვერტმფრენები – 206; დრონი – 867; ფრთოსანი რაკეტები – 205; გემები/ ნავი – 15; საავტომობილო ტექნიკა/ ცისტერნები – 3 286; სპეციალური ტექნიკა – 107 ერთეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები