საიდუმლო მასალების დიდ ნაწილზე “გრიფით საიდუმლო” მოიხსნა – პროკურატურის განმარტება
პროკურატურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების არამიზნობრივი გამოყენების საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნისთვის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თანხმობას ელოდება. როგორც „კვირას“ პროკურატურაში განუცხადეს, საქმეზე გრიფით საიდუმლო დოკუმენტაციის დიდ ნაწილს მოეხსნა, ხოლო გასაიდუმლოებული მცირე ნაწილია. საქმეზე გრიფით საიდუმლოს სრულად მოხსნისთვის პროკურატურამ პრეზიდენტს მიმართა, რაზეც პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
„არსებობს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, რომ ეს მასალები არ წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებებს და გრიფით საიდუმლო არასწორად ჰქონდა დადებული. ამ ეტაპზე გრიფი რჩება მცირე ნაწილზე, რასთან დაკავშირებითაც გრიფის მოხსნის თხოვნით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების არამიზნობრივ გამოყენებას. საქმე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის აღძრული.