პრეზიდენტმა კონსტანტინე სურგულაძის ელჩად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტანტინე სურგულაძეს შეხვდა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრისას, გიორგი მარგველაშვილმა და კონსტანტინე სურგულაძემ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მას გაწეული მუშაობისთვის და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
კონსტანტინე სურგულაძე 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე; იყო კონსული გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში. ამ დრომდე მას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები