კარლ ბილდტი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება. „თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ უნდა მოუსმინოს ევროკავშირში თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს. ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ”, – წერს ბილდტი ტვიტერზე.
საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს სააკაშვილის მეგობართა კლუბის წევრებად მიიჩნევს, რის გამოც ისინი ექსპრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავენ. აღნიშნული განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ლინას ლინკევიჩიუსისა და კარლ ბილდტის კრიტიკას გამოეხმაურა.