შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აგვისტოს ომში დაღუპულ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლებს პატივი მიაგო
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური კარალეთის სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზას ეწვია. ვახტანგ გომელაურმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ შსს-ს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა.
კარალეთიდან მინისტრის მოადგილე შინდისში გაემგზავრა, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 ჯარისკაცის ახლად გახსნილი მემორიალი დაათვალიერა და გვირგვინით შეამკო. მემორიალი შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების ინიციატივითა და სახსრებით გაიხსნა.