პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ოლექსანდრ მერეჟკოსთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს უკრაინელ კოლეგას პრაღაში, „ფორუმი 2000“-ის ფარგლებში. განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები, რათა მივაღწიოთ საერთო მიზნებს და ვებრძოლოთ საერთო საფრთხეებს. მოუთმენლად ველი თბილისში მის მასპინძლობას“, – წერს სამხარაძე.