ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ოლექსანდრ მერეჟკოს შეხვდა.

მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები განიხილეს.

„უკრაინელ კოლეგასთან განვიხილეთ საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები იმისთვის, რომ მივაღწიოთ საერთო მიზნებს და ვებრძოლოთ საერთო საფრთხეებს. მოუთმენლად ველი მას თბილისში”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრა პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის – „ფორუმი 2000″ ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები