ბექა ოდიშარია: დავით ბაქრაძე კეთილსინდისიერი სახელმწიფო მოხელე და ძალიან კარგი დიპლომატია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას გამოეხმაურა.
„მიმაჩნია, რომ დავით ბაქრაძე არის კეთილსინდისიერი სახელმწიფო მოხელე და ძალიან კარგი დიპლომატი და ვფიქრობ, რომ ის გაერო-ში ამ საპატიო მისიას თავს ძალიან კარგად გაართმევს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. ის თანამდებობაზე დავით ზალკალიანმა შეცვალა.