მამუკა მდინარაძე: ჩვენი ოპონენტები ახლა პრეზიდენტის კანონიერ ქმედებას არქმევენ “მძევლობას” – ესაა მთელი პარადოქსი
“კონსტიტუციაში წერია ყველა ორგანოს და თანამდებობის პირის კომპეტენციის შესახებ. ამ კომპეტენციის ფარგლებში, პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად, დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.
მდინარაძის თქმით, ოპონენტები პრეზიდენტის კანონიერ ქმედებას ,,მძევლობას,, არქმევენ და ესა მთელი პარადოქსი.
„პრეზიდენტის უფლებამოსილება განსაზღვრულია კონსტიტუციით. ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობას დასჭირდა ამ კომპეტენციის და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები, მათ შორის, საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი: კონსტიტუციაში წერია ყველა ორგანოს და თანამდებობის პირის კომპეტენციის შესახებ. ეს არ არის ინტერპრეტაციის საგანი. ამ კომპეტენციის ფარგლებში, პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას. ჩვენი ოპონენტები ახლა კანონიერ ქმედებას არქმევენ “მძევლობას”. ესაა მთელი პარადოქსი“, – აცხადებს მდინარაძე.