მამუკა მდინარაძე – სახალხო დამცველის შერჩევაზე: არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან არ ყოფილა დაყენებული არცერთი საკითხი, რომელიც ჩვენს პოზიციებს სცდება

“არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან არ ყოფილა დაყენებული არცერთი საკითხი, რომელიც ჩვენს პოზიციებს სცდება, ან არ ვაპირებდეთ გათვალისწინებას რაიმე ფორმით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღეს საღამომდე ჩვენ წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრებიდან გამომდინარეობს. შევეცდებით, რომ ჩვენი აზრები, პოზიცია ამ გადაწყვეტილებაში იყოს ნაკლებად და მთლიანად, გადაწყვეტილებას მივანდობთ იმ გეგმას, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება დასახელებული, მათ, ანუ პოლიტიკურ სუბიექტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს იმიტომ, რომ რაიმე შეუთავსებლობა მათ მიერ დაყენებულ საკითხებთან ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები