უკრაინულმა ჯარებმა ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტებისგან ოთხი სოფელი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოპერაცია ღამით რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით დაიწყო. ახლა ჩვენ გავათავისუფლეთ 4 სოფელი. მათი დაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გავარღვიეთ“, – განაცხადა წყარომ CNN-თან საუბარში.
წყაროს ცნობით, გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო.
მისივე ინფორმაციით, მოკლულია და ტყვედ აყვანილია ბევრი ოკუპანტი. ასევე, განადგურებულია რუსული სამხედრო ტექნიკა.
„ვნახავთ როგორ წავა შეტევა. ჩვენი მიზანი ხერსონია“,- განუცხადა წყარომ CNN-ს.