„ლეგენდა ძლევამოსილი რუსეთის შესახებ უნდა დავივიწყოთ“ – ზელენსკი

ლეგენდა „ძლევამოსილი რუსეთის“ შესახებ უნდა დავივიწყოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიაში „ჩრდილოეთ ზღვების შელფის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ისეთი ძლევამოსილი არ არის, როგორც მასზე უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში წითელი ფერის წიგნებში წერდნენ.

„როდესაც ეს ქვეყანა ძლიერი იყო, სსრკ-ს ფარგლებში იყო ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, ბალტიის ქვეყნები. დიდი სახელმწიფოს შესახებ ლეგენდა უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ამას ბრძოლის ველზე ვაჩვენებთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას სურს ყველა თავისი ტერიტორიის დაბრუნება.

„მათ არ სურთ მოლაპარაკებები. მათი გაგებით, ეს არის ულტიმატუმი, რომელშიც უნდა ვაღიაროთ, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთის ტერიტორიებია. მათ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ უკრაინამ ასევე უნდა აღიაროს სამხრეთი რუსეთის ტერიტორიებად მას შემდეგ, რაც იქ რაიმე სახის „რეფერენდუმი“ ჩატარდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები