მიკოლაევის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 24 დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.
მისი თქმით, დამპყრობლები საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავენ, რის გამოც მან ადგილობრივებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
„ოკუპანტები საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ, არიან დაღუპულები“, – განაცხადა ვიტალი კიმმა.