ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ეკონომიკურ ტერორიზმში ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ეკონომიკურ ტერორიზმში ადანაშაულებს.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში, ენერგეტიკული ინდუსტრიის კონფერენციაზე, ვირტუალურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი იყენებს ეკონომიკურ ტერორს. ის ახორციელებს ზეწოლას ფასების კრიზისითა და სიღარიბით, რათა დაასუსტოს ევროპა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები