მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში კულტურის სახლის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში კულტურის სახლის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „მშენკომპლექსი“ ახორციელებს.
ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარე წელს დასრულდება. სოფელ ციხისძირში, ასევე, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.