„ომის დასასრულებლად გამარჯვების სურვილი ისეთივე საჭიროა, როგორც იარაღი“ – პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ომის დასრულების ერთადერთი გზა არსებობს.
როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, ომის დასასრულებლად გამარჯვების სურვილი ისეთივე საჭიროა, როგორც იარაღი.
„ომის დასრულების ერთადერთი გზა არსებობს: რუსეთის სამხედრო დამარცხება, უკრაინისთვის ტერიტორიების დაბრუნება, დამნაშავეებისთვის ტრიბუნალის მოწყობა, რუსეთის ტრანსფორმაციის დაწყება. ომის დასასრულებლად გამარჯვების სურვილი ისეთივე საჭიროა, როგორც იარაღი – „კომპრომისებს“ კაცობრიობისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.