რუსეთმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ გაეროს დოკუმენტი დაბლოკა

რუსეთმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ გაეროს მიერ მიღებული დოკუმენტი დაბლოკა.

მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების წარუმატებლობა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებას მოჰყვა, რომელიც უკვე მეექვსე თვეა გრძელდება.

რუსეთმა დოკუმენტის ტექსტისა და ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტრო სადგურის გარშემო საბრძოლო მოქმედებების გამო, სერიოზული შეშფოთება გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმებას ხელს 151 ქვეყანა აწერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები