უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგიაა.

როგორც ცნობილია, გელა გოგია სენაკიდან იყო და წლების განმავლობაში უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ქართველი სამხედრო კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებებისას დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია.

მათი თქმით, საელჩო კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები