იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შესაძლებლობების ზრდა არქტიკაში ნატოსთვის სტრატეგიული გამოწვევაა

არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კანადაში ვიზიტისას განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

„NATO-სა და კანადისთვის ჩრდილოეთის მნიშვნელობა იზრდება, ვინაიდან აქ ჩვენ ვხედავთ რუსების მნიშვნელოვან სამხედრო გაძლიერებას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთმა არქტიკაში საბჭოთა ეპოქის ასობით სამხედრო ობიექტი გახსნა და ამ რეგიონს იარაღის ახალი სისტემების გამოსაცდელად იყენებს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რუსეთი და ჩინეთი ახალ სტრატეგიულ არქტიკულ პარტნიორობას აყალიბებენ, რომელიც NATO-ს ღირებულებებსა და ინტერესებს ეჭვქვეშ აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები