რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს – დაღუპულია ხუთი ადამიანი, მათ შორის დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ცნობით, ჭურვები დროებით ოკუპირებულ სოფელ კამენკაში, საცხოვრებელი უბანში ჩამოვარდა.

მისივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 29 წლის ქალი და მისი ორი შვილი (2 წლის და 8 წლის).

„საერთოდ, ჩვენ ვიცით ხუთი გარდაცვლილი ადამიანის შესახებ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს“, – წერს ალექსანდრ სტარუხი „ტელეგრამზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები