პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAM-ს შეიძენს

პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAM-ს შეიძენს.

გამოცემა BBC-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კომპანია „რეითეონთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა.

საუბარია 6 ერთეულ საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე, რომლის უკრაინისთვის მიწოდების ბოლო ვადად 2024 წლის 23 აგვისტო განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონმა, ცოტა ხნის წინ, უკრაინას დამატებით 3 მილიარდი დოლარი გამოუყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები