უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ქართველი სამხედრო კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებებისას დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაღუპული სამხედროს სახელი და გვარი ჯერჯერობით არ სახელდება.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 19 ქართველი მებრძოლია დაღუპული.