რუსული ბირთვული ენერგიის გიგანტი Rosatom-ი უახლოეს კვირებში უნგრეთში ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთსა და ევროკავშირის სახელმწიფოს შორის 2014 წელს მიღწეული შეთანხმება მიზნად ისახავს არსებული პაქსის ატომური სადგურის გაფართოებას.
რუსეთის ბირთვული ინდუსტრია ევროკავშირის სანქციებს ჯერჯერობით არ დაექვემდებარა. პაქსის რეაქტორი ამჟამად უნგრეთის ელექტროენერგიის 40%-ს აწარმოებს.
დამატებითი ორი რეაქტორით, ატომური ელექტროსადგურის ძალა, რომელიც ამჟამად ოთხი საბჭოთა რეაქტორისგან შედგება, გაორმაგდება.
„დაე, დაიწყოს მშენებლობა! ეს არის დიდი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში და დავიცავთ უნგრელებს ელექტროენერგიის ფასების თავაწყვეტილი რყევებისგან“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
მისი თქმით, ატომური რეაქტორები შეიძლება ქსპლუატაციაში შესასვლელად 2030 წლისთვის იყოს მზად. 12.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი ძირითადად დაფინანსებულია რუსეთის მიერ.