კონგრესმენი ენდრიუ კლაიდი – ცუკერბერგის განცხადებაზე: ეს უბრალოდ სიგიჟეა, ეს არჩევნებში ჩარევაა
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ენდრიუ კლაიდი კომპანია Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებას Twitter-ზე ეხმაურება.
როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, ცუკერბერგის განცხადება არჩევნებში ჩარევაა, რის გამოც ზედამხედველობის კომიტეტმა ჩვენების მისაცემად უნდა გამოიძახოს.
„ეს უბრალოდ სიგიჟეა, ეს არჩევნებში ჩარევაა. [წარმომადგენელთა პალატის] ზედამხედველობის კომიტეტმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოს მარკ ცუკერბერგი, რათა ჩვენება მისცეს. ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხებს“, – წერს ენდრიუ კლაიდი.
ცნობისთვის, კომპანია Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მითითებით Facebook-ში ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა.