ცუკერბერგი აცხადებს, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ FBI-ის მითითებით Facebook-ში ჰანტერ ბაიდენის სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა

კომპანია Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მითითებით Facebook-ში ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა.

მისი თქმით, მან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული შესაძლო რუსული პროპაგანდის შესახებ FBI-სგან გაფრთხილება მიიღო.

„ჩვენ ვიფიქრეთ: თუ FBI, რომელიც ლეგიტიმური ინსტიტუტია ამ ქვეყანაში, ჩვენთან მოდის და გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, მაშინ მსურს სერიოზულად მოვეკიდო ამას“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

გამოცემა New York Post-მა 2020 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ინფორმაცია გაავრცელა ჰანტერ ბაიდენის მიტოვებული ლეპტოპის შესახებ, რომელიც კონფიდენციალურ და სკანდალურ მასალებს შეიცავდა.

აღსანიშნავია, რომ თავის დროს ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული სკანდალი უგულებელყოფილი იყო ამერიკული მეინსთრიმ მედიასაშუალებების მხრიდან, ხოლო Twitter-ი ბლოკავდა აღნიშნულ ამბავზე ბმულების გაზიარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები