ბრიგადის გენერალმა, ირაკლი ჭიჭინაძემ გერმანიის თავდაცვის ატაშე მედლით – „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო დიპლომატებთან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გერმანიის უკვე ყოფილმა თავდაცვის ატაშემ, ვიცეპოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა. მას ვიცეპოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი ცვლის. ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ვიცეპოლკოვნიკ ლარს უკერვიცს საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.
გენერალმა ახლადდანიშნულ ატაშეს თანამდებობა მიულოცა და საქართველოში წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები