თბილისში, კაიროს ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა
თბილისში, კაიროს ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ამორტიზებული ავტომობილების სადგომის ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახსა და ძველ ავტომანქანებს გაუჩნდა.
ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.