გივი მიქანაძე: საარჩევნო რევიზიის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე 15 საკითხი გამოიკვეთა, სადაც პოზიციათა თანხვედრა იყო
გამოიკვეთა 15 საკითხი სადაც, სამუშაო ჯგუფში იყო პოზიციათა თანხვედრა. ეს უკავშირდებოდა საოლქო კომისიის წევრთა შერჩევასთან დაკავშირებულ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას სხვადასხვა დონის საარჩევნო სუბიექტებში სერტიფიცირების შემოღებას, მარკირების წესის დაწესებას გადასატან ყუთებთან მიმართებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე ასევე, განხილული იყო საკითხები, რომელიც დაფინანსებასთან და ხარჯების გაწევასთან არის დაკავშირებული.
„ასევე, გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის ოქმის გასაჩივრების ვადა 2 დღიდან 3 დღემდე გაიზარდოს, ისევე როგორ გადათვლასთან დაკავშირებით დამატებითი კრიტერიუმი განისაზღვრა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, საარჩევნო რევიზიის სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა 15 სექტემბერს გაიმართება.