ლევან იოსელიანი: იმედი მაქვს, საკითხი, რომელსაც აქტიურად ვაყენებთ, რომ არჩევნები საქართველოს უდიდეს ნაწილში ელექტრონულად ჩატარდეს, იქნება გაზიარებული

ჩვენ ვითხოვთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ვერ ინიშნებოდნენ წევრები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ და აღნიშნული საკითხი განსახილველად გადადეს.

„იმედი მაქვს, საკითხი, რომელსაც აქტიურად ვაყენებთ, რომ არჩევნები საქართველოს უდიდეს ნაწილში ჩატარდეს ელექტრონულად, იქნება გაზიარებული და ამ მიმართულებით დავინახე, რომ მათ აქვთ მზაობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები