რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის ნუნციო უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის ნუნციო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კიევში, იტალიელ კოლეგასთან, ლუიჯი დი მაიოსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ რომის პაპის სრული ციტატა და უპირველეს ყოვლისა, გადავწყვიტეთ გამოგვეძახა წმინდა საყდრის ნუნციო საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა დავაფიქსიროთ უკრაინის იმედგაცრუება ამ სიტყვების გამო“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები