თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, საქართველოს მოქალაქემ ორი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
თურქეთში, საქართველოს მოქალაქემ ორი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
შემთხვევა საქართველოს საზღვართან ახლოს, არჰავის რაიონში მოხდა.
მედიის ცნობით, კაცმა თავი მას შემდეგ მოიკლა , რაც სარფის საზღვრის გადმოკვეთას აპირებდა და პოლიციამ მისი დაკავება სცადა.
საქართველოს მოქალაქემ, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, სახლში, სადაც ორ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა, გაურკვეველი მიზეზით ცეცხლსასროლი იარაღით ორი მოქალაქე მოკლა, რომელთაგან ერთ-ერთი ქალია.
გამოცემის ცნობით, თურქმა სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს.