ზელენსკი: ჩვენი დამოუკიდებლობის დღე დასასრულს უახლოვდება, მაგრამ დამოუკიდებლობა არ მთავრდება – უკრაინა სამუდამოდ იცოცხლებს

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა არ მთავრდება და არც დასრულდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტები აუცილებლად აგებენ პასუხს იმ ყველაფერზე, რაც ჩაიდინეს.

„თითქმის დაღამდა, ჩვენი მთავარი დღე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა არ მთავრდება და არც დასრულდება. და იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის 32-ე დღე, 33-ე და ყველა შემდეგი, რამდენ ხანსაც გაგრძელდება ჩვენი დრო დედამიწაზე. უკრაინა სამუდამოდ იცოცხლებს და ეს ყოველდღე მხოლოდ გაძლიერდება.

ჩაპლინო დღეს ჩვენი ტკივილია. ამ წუთის მდგომარეობით – 22 დაღუპულია, ხუთი მათგანი მანქანაში დაიწვა, დაიღუპა მოზარდი, 11 წლის ასაკში, რუსულმა რაკეტამ მისი სახლი გაანადგურა. ვაგზალზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ოკუპანტებს აუცილებლად ვაგებინებთ პასუხს იმ ყველაფერზე, რაც ჩაიდინეს. ჩვენ აუცილებლად გავაძევებთ დამპყრობლებს ჩვენი მიწიდან. მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე წაართვეს დამპყრობლებმა, ამ მტრებმა! სამარადისო დიდება ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ჩვენს ხალხს! დიდება ჩვენს უკრაინულ ძლიერ სამყაროს, ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს ერს, დიდება თქვენ ყველას! დიდება უკრაინას!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები