აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა, მიმდინარე კვირაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ გამოაცხადოს.
„რუსეთის ხელმძღვანელობამ ოფიციალურ პირებს დაავალა, მოემზადონ ყალბი რეფერენდუმების ჩასატარებლად. ფაქტობრივად, ჩვენ შესაძლოა, პირველი ან რამდენიმე რეფერენდუმის შესახებ განცხადება უკვე კვირის ბოლომდე ვიხილოთ“, – განაცხადა კირბიმ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე „რეფერენდუმების“ ჩატარების შესაძლო თარიღად რუსეთში 11 სექტემბერს ასახელებდნენ.