საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა

2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ნიდერლანდების გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში (77:66) დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ (35:35) დასრულდა. მესამე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა 12-ქულიანი სხვაობით მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ, სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა შეინარჩუნა და (77:66 ) გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას, 27 აგვისტოს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები