„სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ რუსეთს უნდა დაარტყას“ – ბორის ჯონსონი

აშკარაა, რომ რუსეთის შეტევა უკრაინის აღმოსავლეთში წარუმატებლობას განიცდის, ამიტომ საჭიროა დარტყმის განხორციელება რუსებზე მაშინ, როდესაც ისინი უკვე ირყევიან, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა აშკარაა, რომ უკრაინელი ხალხის ერთგულების წყალობით, დონბასში რუსეთის შეტევა წარუმატებლობას განიცდის. ახლა ჩვენ ვხედავთ იმ მომენტს, როდესაც თქვენ, მეგობრებო, უნდა დაარტყით რუსებს, როდესაც მათ უკვე დაიწყეს ბარბაცი“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ხედავს პუტინის ჯარის დაღლას. მისივე თქმით, მათი დანაკარგები კოლოსალურია, რომ მიწოდების ჯაჭვი ამოწურულია და ასევე ხედავს იმას, თუ რამხელა ფასს იხდიან რუსების სიცოცხლით: „ჩვენ ვხვდებით, რომ რუსი დედები ახლა ტირიან“.

„ვფიქრობ, ახლა არ არის დრო შერიგების რაღაც მცირე გეგმით გამოსასვლელად. არ შეიძლება მოლაპარაკების გამართვა მათთან, ვისაც თქვენზე თავდასხმა სურს ქუჩაში, ვისაც თქვენი საფულის წაღება სურს თქვენ სულთან ერთად. ყველაფერი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და აღდგენა“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები