კიევში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის 66 მილიონი დოლარის (54 მილიონი ფუნტი) დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
როგორც ჯონსონმა აღნიშნა, უკრაინა შეძლებს და რუსეთის წინააღმდეგ ომს მოიგებს.
„დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან გვერდით დგომას. მე მჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 2 000 უახლესი ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს, 850 მიკრო-დრონსა და სხვადასხვა საბრძოლო მასალებს.