კახა კალაძე: ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან

“ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის უბრალოდ ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„არ მინახავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, არ მომისმენია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის საელჩო ამ განცხადებას გააკეთებდა. ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის უბრალოდ ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია.

ეს ორგანიზაცია დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით. მეორადი დათვლის შედეგებისას, რომელსაც ისინი აკეთებდნენ, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. მიზანმიმართული მცდელობა იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ მათი ეს ქმედება, ეს იყო თაღლითობა. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყოლოდა ჩაღრმავება, კიდევ უფრო დეტალებში ჩასვლა, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი უნდა მოეთხოვათ ყველასთვის. მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა ამ საქმის ჩახურვა, რაც არ მიმაჩნია სწორად. დღესაც არ არის გვიან. ამას სჭირდება დეტალებში შესვლა. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელსაც ამზადებდა ოპოზიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები