ირაკლი ღარიბაშვილი: ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს ომის მძიმე პერიოდში მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!”, – წერს პრემიერმინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები