„უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა“ – ანალენა ბერბოკი

Germany's Foreign Minister Annalena Baerbock attends a news conference with Iceland's Foreign Minister Thordis Gylfadottir in Berlin, Germany August 23, 2022. REUTERS/Lisi Niesner

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, რომელიც ექვსთვიან ნიშნულს უახლოვდება, მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა.

„თუ ზოგიერთს ახლა სურს დაბრუნება 23 თებერვლამდე არსებულ მსოფლიოში, ეს გასაგებია. თუმცა, ეს მსოფლიო უკვე აღარ იარსებებს. ის, რაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოხდა, ვერასდროს გამოსწორდება“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებების უამრავი შეთავაზება უპასუხოდ დატოვა.

„სანამ ეს სასტიკი აგრესიის ომი გაგრძელდება, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო დახმარებით“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები