აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 3 მილიარდი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ახალი პაკეტის შესახებ ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ოფიციალურად გამოცხადდება.
3 მილიარდი დოლარის ოდენობის შეიარაღების პაკეტი ყველაზე დიდი ასეთი დახმარების პაკეტი იქნება, რომელიც აშშ-მა უკრაინისთვის ომის დაწყების შემდეგ გამოყო.
აღსანიშნავია, რომ დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის სამომავლო თავდაცვითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იქნება მიმართული.