ფინეთის პრემიერ-მინისტრის ნარკოტესტის პასუხი უარყოფითია

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის მიერ ჩაბარებულმა ნარკოტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ფინეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტის გაკეთება გასულ კვირაში გავრცელებული სკანდალური ვიდეოს შემდეგ გადაწყვიტა.

ვიდეოში ნაჩვენებია, რომ ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელი კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე მეგობრებთან ცეკვავს. ამასთან, ვიდეოში ისმის საუბარი, სადაც სავარაუდოდ, ნახსენებია კოკაინი.

აღსანიშნავია, რომ სანა მარინმა გავრცელებული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ წვეულებაზე, რომელსაც ის ესწრებოდა, ნარკოტიკი არავის მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები