ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტი გაიკეთა
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა სკანდალური ვიდეოს შემდეგ, ნარკოტესტი გაიკეთა.
მიმდინარე კვირას სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელი კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე მეგობრებთან ცეკვავს. ამასთან, ვიდეოში ისმის საუბარი, სადაც სავარაუდოდ, ნახსენებია კოკაინი.
„ბოლო დღეებში საკმაოდ მძიმე საჯარო ბრალდებები გავრცელდა, რომ მე ვიყავი ისეთ სივრცეში, სადაც ნარკოტიკებს იყენებდნენ, ან რომ მე თვითონ ვიყენებდი ნარკოტიკებს.
მიმაჩნია ეს ბრალდებები ძალზე სერიოზულად და, მართალია, ნარკოტესტის მოთხოვნა უსამართლოდ მიმაჩნია, ჩემი სამართლებრივი დაცვისა და ყოველგვარი ეჭვის გასარკვევად, დღეს გავიარე ნარკოლოგიური ტესტი, რომლის შედეგებიც ცნობილი იქნება დაახლოებით ერთ კვირაში“, – განაცხადა ფინეთის პრემიერმა.