გორის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს 13 საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 13 საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

გორის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, უწყება მათთან ერთად 14 სოციალურ პროექტს აფინანსებს.

“მათ დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 296 027 ლარი გამოიყო.

პროექტები ითვალისწინებს: მზრუნველობას მოკლებული მოხუცების შინმოვლის სერვისებით უზრუნველყოფას;

20 ბენეფიციარი – შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებით უზრუნველყოფას;

25 ბენეფიციარი – მზრუნველობა მოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას;

60 ბენეფიციარი: 0 – დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობას;

60 ბენეფიციარი: მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს მიღმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცების შინმოვლის ხელმისაწვდომობის გაზრდას;

200 ბენეფიციარი;

შინმოვლის საჭიროების მქონე მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფას;

90 ბენეფიციარი: დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების სოციალურ ინკლუზიას, რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას. ასევე, მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას.

104 ბენეფიციარი: სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფას;

1000 ბენეფიციარი; საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების სამედიცინო – სარეაბილიტაციო კურსები ზღვისპირა კურორტზე;

20 ბენეფიციარი; დევნილი, სოციალურად დაუცველი მოზარდის რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია.

20 ბენეფიციარი; სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდული მოქალაქეებისთვის ცხელი საკვების მიწოდება, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება და სოციალური კონსულტაციით დახმარება.

20 ბენეფიციარი: სოციალურად დაუცველი საოჯახო სახლის აღსაზრდელების დასვენება ზღვისპირა კურორტზე;

40 ბენეფიციარი: სოციალურად დაუცველი უკიდურესად გაჭირვებული მოხუცის თავშესაფრით უზრუნველყოფა

16 ბენეფიციარი: შშმ ბავშვების სამედიცინო – სარეაბილიტაციო კურსებს ზღვის კურორტზე

20 ბენეფიციარი: სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები