წალკის საფეხბურთო კლუბი – „ეძანი“ გოგი მეშველიანს მადლობას უხდის

წალკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი – „ეძანი“ საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს, გოგი მეშველიანს ფინანსური და მორალური მხარდაჭერისთვის  მადლობას უხდის.

მადლობის ტექსტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა : „კლუბი მადლობას უხდის ქვემო ქართლის დეპუტატს, ბატონ გოგი მეშველიანი / Gogi Meshveliani ემოციური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. ადამიანი რომელიც მუდამ ხალხის გვერდში დგას”, – წერს საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე კლუბი.

შეგახსენებთ, რომ კლუბმა მანამდე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დახმარებას ითხოვდნენ. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„მეგობრებო, ჩვენს ფეხბურთის გუნდს კიდევ ერთხელ სჭირდება მხარდაჭერა.

როგორც იცით, ბიჭები მონაწილეობენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, მე-5 ლიგაზე. თქვენი მხარდაჭერით, პირველი ეტაპის თანხა, 3500 ლარი შევაგროვეთ და ბიჭებმა დიდ ამბავს შეეჭიდნენ. მათ არაერთი მატჩი ჩაატარეს, იყო წაგებაც და მოგებაც. მათ გვაჩუქეს არაერთი ემოცია და მიიღეს უდიდესი გამოცდილება.

ახლა ისევ უწევთ თანხის გადახდა, მეორე ეტაპზე – 3500 ლარი უნდა გადაიხადონ და ისევ ვეძებთ მხარდამჭერებს:

იმისთვის, რომ ჩვენი ბიჭები არ დანებდნენ;

წალკაში ფეხბურთის განვითარებისთვის;

მომავალი თაობის იმედისთვის;

მომავალ წელს ძლიერი მხარდამჭერის მოპოვებისთვის.

სწორედ ამ დიდი ამბებისთვის, ისევ უნდა დავუჭიროთ ფინანსურად მხარი ჩვენს ფეხბურთელებს, თითოეულ ლარს ბიჭებისთვის ბევრი კილო იმედი და მოტივაცია მოაქვს.

ანგარიშის ნომერი: GE95BG0000000525971997

მიმღები : საფეხბურთო კლუბი “ეძანი”“

რის შემდეგაც მაჟორიტარმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას კლუბის მხარდაჭერისკენ მოუწოდა _

„წალკელი ახალგაზრდების ენთუზიაზმით შექმნილ საფეხბურთო გუნდს ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროება.

ვფიქრობ, ჩვენი ერთობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია წალკაში ფეხბურთის განვითარებისა და, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის!”, – წერდა გოგი მეშველიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები