საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს
საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს.
“ძალიან ვწუხვართ თურქეთში მომხდარი შემზარავი ავარიის შედეგად დაღუპულთა გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილების ოჯახებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. საქართველო თქვენ გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, თურქეთში, ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.