ევროკავშირის წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში

“მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით”,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“#10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები