ირინა იმერლიშვილი: ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს გმირების სახელები
ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი გმირების სახელები, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“დღევანდელი დღე, მართლაც, არის უმძიმესი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მოვედით, რათა პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას. ჩვენი ვალია, რომ მუდამ გვახსოვდეს ჩვენი გმირები, მუდამ გვახსოვდეს მათი სახელები”, – აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან დღეს 6 წელი შესრულდა.