გიორგი მარგველაშვილი: ვგლვობ ჩვენს ძმებს და დებს, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში დაეცნენ (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა აღარასდროს არ განმეორდეს სისხლისღვრა.
„ვგლოვობ ჩვენს ძმებს და დებს, ვინც სამშობლოსათვის ომში, უთანასწორო ბრძოლაში დაეცნენ. ბუნებრივია, ერთმანეთს ვაძლევთ პირობას, ფიცს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარასდროს არ განმეორდეს სისხლისღვრა და ჩვენ ჩვენი ქვეყანა, ხალხი დავიცვათ მშვიდობით და იმ ბრძოლით, რომელსაც ვაწარმოებთ ყოველდღე ჩვენი ქვეყნის სუვერნიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=3TpZETEtClE” width=”560″ height=”315″]